30 აგვისტო 2024,   18:28
ვრცლად
ხმაური დიდ დიღომში - მოსახლეობის ნაწილი ავტოფარეხების დემონტაჟს აპროტესტებს

ხმაურია დილიდან დიდ დიღომში. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე ადგილობრივების ნაწილი მათი ავტოფარეხების დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი აცხადებს რომ ეს კორპუსამდე მისასვლელი გზისთვის არის საჭირო.

ადგილზე დილიდან იმყოფებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ რომ დემონტაჟის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც მოსახლეობამ მუნიციპალიტეტს გზის არქონის პრობლემით მიმართა.

დღის ამბები