დაბა აბასთუმანში ორი სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია მამაკაცი. სანადირო თოფიდან დაჭრეს კიდევ ერთი პირი.
ადგილზე აცხადებენ, რომ სროლას წინ უძღოდა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება.
ექიმების თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე ბინაზე გაწერეს.
"ჩაუტარდა რენტგენოგრაფიული კვლევა. ძვლის დაზიანება არ იქნა ნანახი. ჩაუტარდა ქირურგიული მომსახურება, ჭრილობების რევიზია, სანაცია, შეხვევა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე," - აღნიშნა ექიმმა.