19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
მე გავიკეთებ ჩინურ ვაქცინას - დიმიტრი ხუნდაძე

"ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინით აიცრება. 

"მე გავიკეთებ ჩინურ ვაქცინას, უბრალოდ, კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ 120 დღე უნდა მოვიცადო. ჯანმოს ავტორიზაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კომიტეტს აქვს კრიტიკული პოზიცია, რომ ვაქცინაციაში ჩინური ვაქცინა მას შემდეგ ჩავრთოთ, რაც ავტორიზაციას მიიღებს. 

100% ვარ დარწმუნებული, რომ ჯანმო მისცემს ჩინურ ვაქცინას ავტორიზაცია. სულ რვა ვაქცინა ცირკულირებს და აქედან, 2 ვაქცინას აქვს ავტორიზაცია, სხვას არ აქვს,"-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები