ნამახვნჰესთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას რიონის ხეობის მცველები პასუხობენ. მათი თქმით, განცხადება, რომელიც დღეს ჰესის პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, პროტესტის ხელოვნური დეესკალაციაა და მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
აქციის მონაწილეთა თქმით, მთავრობის განცხადება მიუთითებს რომ ჰესი აშენდება.
"ის განცხადება, რომელიც დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობამ გამოაქვეყნა, არის ჩვენი მოთხოვნების პირდაპირი დაუკმაყოფილებლობა.
ეს მიუთითებს იმს, რომ ხელისუფლება იმ პოზიციაზე დგას, რომ ჰესი აშენდება. ისინი ცდილობენ მოხდეს პროტესტის დეესკლაცია ხელოვნურად. მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან.
ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობები, რომ გააპრავონ ხარვეზები, რომელიც ნამახვანის ხელშეკრულების სახით ვიხილეთ.
ამ განცხადებით აღიარებენ, რომ ხელშეკრულება ეროვნული ინტერესების დარღვევით გაფორმდა,"- განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა მირზა ნოზაძემ.