19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
მამათმავალი ადამიანი ემთხვევა და ეზიარება, მე რა დავაშავე ასეთი - განკვეთილი მღვდელმსახური

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანე კაილაიჯიშვილის მიერ დასჯილი ერთ-ერთი სასულიერო პირი, სალხინოს ყოფილი წინამძღვარი მღვდელმსახური დანიელი აცხადებს, რომ ის არასწორად დასაჯეს.

"არასწორად ვარ დასჯილი. მეუფე სამი სასჯელი ერთად არ შეიძლება. მღვდელმსახურებიდან, ხომ განმაყენე, რა დავაშავე ასეთი, რომ ტრაპერზს არ მივუახლოვდე, როცა მამათმავალი ადამიანი ტრაპეზთან ემთხვევა და ეზიარება, პასუხი მინდა ყველაფერზე," - მიმართა ერთ-ერთმა დასჯილმა სასულიერო პირმა მიტროპოლიტ სტეფანეს.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება - ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარ თამაკონში, მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილი სასულიერო პირები ისევ მივიდნენ, მათ შორის არის 3 მღვდელმსახური, რომლებიც მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა.

დღის ამბები