არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა. როგორც მან, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობაში როტაციის განხორციელების საჭიროება დადგა, რის გამოც ის თმობს თავმჯდომარის სავარძელს და დარბაზში ინაცვლებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, რომელშიც მე პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პროცესების სწორად წარმართვისთვის დავტოვო სპიკერის პოზიცია,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.