19 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის როლს ქალაქის მერი შეასრულებს

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ქალაქის მერი შეხვდა და მათი მოთხოვნები მოისმინა.

გივი მოდებაძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს. შეისწავლის მათ მოთხოვნებს და მაქსიმალურად ჩაერთვება პროცესის გადაჭრის გზების ძიებაში. 

განხილვაში ჩართულია პროფკავშირებიც. მაღაროელები პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და შესაძლოა, ორშაბათიდან რადიკალურ ზომებსაც მიმართონ. 

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. კომპანიამ მათ ხელფასის 250 ლარით გაზრდა შესთავაზა, რასაც ამ ეტაპზე არ თანხმდებიან.

დღის ამბები