დათა პაპას მეუღლე ვალია ვალიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა და პროდუქტები გადასცა.
ვალია ვალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამ ეტაპზე ის თავს კარგად გრძნობს.
"გვაინტერესებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხარია, რომ უკეთესადაა და შეძლო მავრთულხლართებთან მოსვლა. ამ ქალბატონს ახლა უფრო მეტი ყურადღება სჭირდება და ჩვენ მზად ვართ, მას მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ყოფა-ცხოვრების შემსუბუქებაში," - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.