19 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
შეგნებულად მივედით სტეფანესთან, რომ ეს არ მომხდარიყო, განეიტრალებულიყო, რომ სხვაგან ჩაეტარებინათ წირვა - მამა დანიელი

ფიზიკური დაპირისპირება ბზობის დღესასწაულზე - ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტერში პოლიციის დახმარებით შევიდა. მიტროპოლიტს სასულიერო პირების ნაწილი ტაძარში შესვლის უფლებას არ აძლევდა.

მანამდე კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა ტაძრის ეზოში ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას. ხელჩართული ჩხუბი სასულიერო პირებსა და სხვადასხვა ეპარქიიდან ჩასულ მრევლს შორის მოხდა.

სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი ამბობს, რომ შეგნებულად მივიდნენ ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანესთან, რათა ეს დაპირისპირება არ მომხდარიყო, თუმცა მამა დანიელის თქმით, მშვიდად ჩატარებული ლოცვის სანაცვლოდ, მონასტერში ბიზნესმენი მოიყვანეს.

"გუშინწინ რომ მოხდა ინციდენტი კეკუტიას ბრალი იყო ყველაფერი. შემოვარდა ტაძარში, 2 წლის წინ ხატი მოიპარეს ეკლესიიდან, ხატი წაიღეს ტაძრიდან.

შეგნებულად მივედით სტეფანესთან, რომ ეს არ მომხდარიყო, განეიტრალებულიყო, ამიტომ ვთხოვეთ, რომ სხვაგან ჩაეტარებინათ წირვა და აქ, ნორმალურად ჩაეტარებინა თავის დანიშნულ მღვდელს. კარი გავუღეთ, ტაძარი დალაგებული დავახვედრეთ. ბზები მოკრეფილი დავახვედრეთ და მოვიდნენ და სწირონ.

ამის სანაცვლოდ, მოგვიყვანეს კეკუტია, რომელიც გაფრთხილებული გვყავდა, რომ ჩვენ მას არ მივიღებდით. მტერია ეგ ჩვენი, მარტო ჩვენი კი არა, ამ სოფლის მტერია. კეკუტიას გამოჩენამ გამოიწვია ეს, თორემ ღმერთმა იცის, რომ მე სტეფანეს ვღებულობდი ჩვეულებრივად, პოლიციამაც და ყველამ იცოდა ეს, მაგრამ გადაგვიარეს რა! ეს არის დღევანდელი ცხოვრება," - აცხადებს მამა დანიელი.

დღის ამბები