სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 126-ე ცემის მუხლით. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ დიასამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პოლიციაში ამ დროისთვის გამოკითხვაზე 2 ადამიანი იმყოფება. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი არის სასულიერო პირი, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"შესწავლილ იქნა ინციდენტი, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ იქნა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც თავისთავად ცემას გულისხმობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.
დანარჩენ დეტალებზე, რაც გამოკვეთილი იქნება გამოძიების ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ მოგვიანებით. მიმდინარე ეტაპზე კითხვები რომ არ იყოს მიმდინარეობს დაკითხვა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის," - განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.
ცნობისთვის, სალხინოს მამათა მონასტერში დაპირისპირება ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას მისვლას მოჰყვა. სასულიერო პირები და მრევლი მას ეკლესიის მტრად მოიხსენიებენ.