ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს - კლიმენტი კეკუტიას მონასტრის ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდა.
"მას შემდეგ, რაც მე მონასტერი დავაარსე და დაიწყო აღმშენებლობითი პროცესები, ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა.
შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება," - აცხადებს პეტრე ცაავა.
მისივე თქმით, ეკლესია უნდა გაიწმინდოს ანტიქრისტიანული აზროვნების მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირებისგან.
კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე დღეს დაპირისპირება მოჰყვა - სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მოითხოვდა, მას ტერიტორია დაუყოვნებლივ დაეტოვებინა.