04 მაისი 2024,   10:43
ვრცლად
101 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

"გზა არ არის მეტი, უნდა იმკურნალოთ" - 101 წლის უხუცესმა კორონავირუსი დაამარცხა და გამოჯანმრთელდა. ვენერა პაპიძემ COVID-19-ის დასამარცხებლად თითქმის 25 დღე იბრძოლა.

101 წლის მოხუცზე ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას საავადმყოფო არასდროს დასჭირვებია. ვენერა პაპიძე პირველად კლინიკაში კორონავირუსის გამო აღმოჩნდა.

კოვიდკლინიკაში ამბობენ, რომ 101 წლის ქალის განკურნება და გადარჩენა, მათთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყო.

უკვე გამოჯანმრთელებული, 101 წლის ვენერა პაპიძე ამაყია, რომ COVID-19-ს მოერია და დაამარცხა. 

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები