ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის სასაფლაოზე რამდენიმე საფლავი გაძარცვეს. წაღებულია ღობის და კარების ფრაგმენტები. გაძარცვულია დაახლოებით 10-მდე საფლავი.
გამოძიება 258-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.