19 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მასწავლებელმა მოსწავლეს საფულის ქურდობა დააბრალა, სახლში მივიდა და გაჩხრიკა - დაწყებულია გამოძიება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მასწავლებელმა მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა. ფაქტი სოფელ ზემო ბოდბეში მოხდა.

"კურიერის" ინფორმაცით, მეოთხე კლასის მასწავლებელმა თანხა დაკარგა რის შემდეგაც, საკუთარი მეთოდებით გადაწყვიტა სიმართლის დადგენა.

სკოლაში საქმის გარჩევის შემდეგ პედაგოგი მზია ქადაგიშვილი ოჯახში მივიდა და მოზარდი გაჩხრიკა.
მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორი. მისი თქმით, საქმეში სამართალდამცველები უკვე ჩაერთნენ. გამოძიების დასრულებამდე კი პედაგოგს კლასის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.

დღის ამბები