ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე კაბალის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი ცენტრალურ მაგისტრალზე მიედინებოდა. არსებობდა საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა ერთწლიანი კულტურების დატბორვის საფრთხე, თუმცა სტიქიის ზონაში მალევე მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება.
ამის პარალელურად, ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზიანების ხარისხის შესწავლას აგრძელებს.