სააღდგომო ღვთისმსახურება ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრიმ აღავლინა. მიუხედავად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, ტაძარში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია. ეპარქიის პრეს-სპიკერის განმარტებით, დისტანციის დარღვევა ადამიანების სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლი, ტრადიციულად, ერთი კოვზით ეზიარა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მომლოცველებს ამბიონიდან აღდგომა მიულოცა, თუმცა ტაძარი ისე დატოვა არც იქადაგა და არც მედიის კითხვებს უპასუხა.
სასულიერო პირების მტკიცებით, პანდემიის გამო დაწესებული ზომები მკაცრად იყო დაცული გორსა და ახალციხეში. პირბადე და დისტანციის დაცვა, - ეს იყო მთავარი რეკომენდაცია, რომელიც გაიცა. ასევე, მთავრობამ მოუწოდა საპატრიარქოს დაემონტაჟებინა ხმის გამაძლიერებლები.