თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა, გადაადგილება ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს.
მატარებელი სოფელ მარელისში ცოტა ხნის წინ მივიდა. ამ ხნის განმავლობაში ლიანდაგიდან გადასული მატარებლის მგზავრები ალტერნატიული ტრანსპორტის მოლოდინში იყვნენ. მათ ხუთი საათის გატარება ღია ცის ქვეშ მოუხდათ.
მგზავრები ხელისუფლებას და კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობდნენ. მათივე თქმით, ამ ხნის მანძილზე მათ მხოლოდ წყალი მიაწოდეს. მგზავრების ჩასხდომა უკვე დასრულდა და მატარებელი ზუგდიდში გაემგზავრა.