20 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
მომდევნო ორი დღე სასაფლაოებზე გასვლა შეზღუდული იქნება - კანონდამრღვევი 2000 ლარით დაჯარიმდება

სასაფლაოებზე გასვლა კიდევ ორი დღე შეზღუდული იქნება. მოსალოდნელი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად სასაფლაოებთან მისასვლელი გზები გუშინ ჩაიკეტა.

ვითარებას ადგილზე საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. კანონდამრღვევებს 2000- ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. აკრძალვა მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე არ ვრცელდება. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის მეორე დღეს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. გაუარესებული ეპიდვითარების გამო სასაფლაოებზე გასვლა და ტრადიციის დაცვა, უკვე მეორე წელია, ვერ ხერხდება, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს შეზღუდვა მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები