20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
პროვოკაცია საოკუპაციო ხაზთან - აქტივისტების ინფორმაციით, ხურვალეთში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა ორმა პირმა სასაფლაოზე დებოში მოაწყო

მორიგი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზთან - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხურვალეთში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2-ჯერ გადმოკვეთეს ე.წ. საზღვარი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში და პოლიციამ ისინი უკან გააბრუნა.

ვრცელდება ადგილზე გადაღებული ფოტოებიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფაქტს ადასტურებს, თუმცა აზუსტებენ, რომ ინციდენტში ჩართული სამოქალაქო პირები იყვნენ. ასევე, სუსში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირებს საოკუპაციო ხაზი არ გადმოუკვეთიათ

დღის ამბები