ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 60 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში ტესტირება 218 ადამიანს ჩაუტარდა.
საავადმყოფოებში მკურნალობას გადის 125-მდე პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 14617-ია, გამოჯანმრთელდა 13650 და დაფიქსირდა 222 ლეტალური შემთხვევა.