20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ FlyArystan საქართველოში პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა

ავიაკომპანია FlyArystan-ისთვის პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ საქართველოში პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან თვითმფრინავმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 140 მგზავრი ჩამოიყვანა. სტუმრებს საქართველოში სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ავიაკომპანია FlyArystan ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ ფრენებს ყაზახეთის სამი ქალაქიდან შეასრულებს.

FlyArystan AIR ASTANA-ის შვილობილი კომპანიაა.

დღის ამბები