20 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
ინდოეთში ისევ რთული ეპიდვითარებაა - ოპოზიცია ლოკდაუნის გამოცხადებას ითხოვს

რთული ეპიდვითარებაა ინდოეთში. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 20 მილიონს აჭარბებს. სამედიცინო დაწესებულებებში ყველანაირი რესურსის დეფიციტია. ოპოზიცია ინდოეთის მასშტაბით ლოკდაუნის გამოცხადებას ითხოვს.

ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მგზავრებს სავალდებულო კარანტინს უწესებს პოლონეთი.

სინგაპურში კი საზოგადოებრივ შეკრებებზე შეზღუდვები მკაცრდება. ესპანეთში საგანგებო მდგომარეობას ვადა 9 მაისს ამოეწურება, რის შემდეგაც შეზღუდვების დაწესებას რეგიონები გადაწყვეტენ.

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯო ბაიდენის განცხადებით, 4 ივლისისთვის ამერიკა სხვა ქვეყნებს "ასტრაზენეკას" 60 მილიონ დოზას გაუგზავნის.

აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ნებისმიერი ასაკის ბავშვების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში გახდეს შესაძლებელი.

დღის ამბები