19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ხათუნა ზახაშვილი ხვალ ჩინური ვაქცინა Sinofarm-ით აიცრება

ხვალ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ჩინური ვაქცინა - Sinofarm-ით აიცრები.

NCDC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell) ვაქცინა - სინოფარმი (მწარმოებელი Sinopharm,  ჩინეთი). 

COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell) ვაქცინა (სინოფარმი) აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული. 

საქართველოში COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell- სინოფარმი) ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე  დარეგისტრირდა 20 987 მოქალაქე. 4-5 მაისს სულ აიცრა 2278 მოქალაქე.

ამ ეტაპზე COVID-19 ინაქტივირებული (Vero Cell-სინოფარმი) ვაქცინაცია მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 77 დაწესებულებაში, 80 ამცრელი ბრიგადით და დაგემილია აცრის წერტილების ეტაპობრივი გაფართოება,"- აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები