19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"რა ვიცი რომ ივერის მხრიდან პროვოკაცია არ იყო, ერი როგორ გიყურებს ხო იცი" - მეუფე იაკობი ივერი მელაშვილზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და პროვოკაციად აფასებს.

"ვინ ნასვამი იყო და ვინ არა მე არ ვიცი, გაქვთ მაგის საბუთი? თუ სუნი ამოსდიოდათ? მე დამისვით კითხვა, რომ ისინი იყვნენ ნასვამები, თუ ამტკიცებთ ამას ექპერტიზის დასკვნით, მაჩვენეთ დასკვნა და მერე გაგცემთ პასუხს. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან როცა მოდიხართ პატივს გცემთ და ცივილიზებულად ვიქცევით. არასოდეს არ გადანაშაულებთ რამეში, თუნდაც გადაცემები არ მომწონდეს. თუ არ მინდა არ ვუყურებ, თუ მინდა ვუყურებ, თუნდაც მიტევდნენ არასწორად. მე ჩემი ცოდვებიც მეყოფა.

რაც შეხება ბატონი ივერი მელაშვილზე მკითხეთ, ერთი რამეა რაა, როცა იცი, რომ მასეთ მძიმე მდგომარეობაში ხარ, იცი ხალხის განწყობა და 6000 ბერის ხსენებაზე მიდიხარ, იცი იქ ტელევიზიებიც იქნებიან, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო შეთქმულება, მაგრამ როცა მიდიხარ და იცი რა განწყობაა.. ასაკოვანი კაცია და ჩაიხედოს გულში, რამე თუ აქვს გაფუჭებული, თვითონ იცის მაგი. სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, არ მიუღია და ვიძახით უდანაშაულო კაციაო. თქვენ თუ იმის გჯერათ ვინც იქ იყო, მე კიდე მამა კირიონის მჯერა. აი, რატომ არ უნდა დავუჯერო მამა კირიონს და რატომ უნდა დავუჯერო იმ პოლიტიკოსების ნათქვამს უდანაშაულოაო რომ დაიწყეს და ჩვენი ერის ყოფა არ აინტერესებთ, და ქვეყნის კრიზისი უხარიათ. ნეტა მაგათ ტვინში ჩამახედა.

ივერი რაღაა, გუშინ მივიდა, თან პრემიერს ჰქონდა ვიზიტი, რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან პროვოკაცია არ იყო. მე ის ადამიანი არ ვარ რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას ბოდიში მოიხადეო, ისეთ რამეს არ ვიტყვი, რაზეც პასუხს არ ვაგებ. გეუბნებით, სად მიდიხარ? ერი როგორ გიყურებს ხო იცი, ეს არ არის მთავრობის ბრალი.

ავიღოთ ივერი, ავიღოთ ილიჩოვა. ამდენი წელია საქართველოშია, არ იკადა ქართული ესწავლა, სახელმწიფო ენა არ იცის, თან როგორ კომისიაში იყო, მინისტრებს სად ქონდათ თავი, შევარდნაძის პერიოდი რომ შეიცვალა და სააკაშვილი მოვიდა, რატომ დატოვეს რუსულენოვანი ადამიანი სამსახურში, თანაც ასეთში, რა უნდა ვიფიქრო, ვისი ხარ? დღეს რომ კრიზისს ქმნი ვისი ხარ, ჩემთვის ყველა რუსი არის, ვინც კრიზისს ქმნის," - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები