ე.წ. გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ. ისინი დღეს დილიდან სოფლების ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე სადერმაკაციო სამუშაოებს აწარმოებენ, ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტები ხნულებს ავლებდნენ.
ადგილობრივების თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხნულები დაახლოებით 7 კილომეტრის მანძილზე გადაჭიმეს.
"გუშინ გახლდით მეზობელ სოფელში, იქაც ანალოგიურად არის გადახნული, იქიდან დაიწყეს და დაახლოებით 7 კილომეტრის მანძილზე შეაერთეს ხნულები," - აღნიშნა ადგილობრივმა.
"ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ რუსებმა დღეს განაახლეს მუშაობა. ხნულების განახლება დაიწყო. ზემო ღოღეთიდან დაიწყო ეს სამუშაოები და როგორც ვიცით თამარაშენისკენ მიმდინარეობს ეს სამუშაოები. გადავდივართ ახლა უკვე კონკრეტულად ადგილზე, რომ რუსები ფაქტზე დავიჭიროთ და ეს ამბავი მთელ მსოფლიოს შევატყობინოთ," - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.