24 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
"როდის დავლევ?​" - ამირან გამყრელიძე განმარტავს ვაქცინაციიდან რამდენ ხანში შეიძლება ალკოჰოლის მიღება 

ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის, - აცრის შემდეგ სასმელის დასაშვები ნორმის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტებას აკეთებს.

როგორც მან დღეს გამართული ვებინარისას აღნიშნა, მოქალაქეებს შეუძლიათ ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში მიიღონ.

"საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხია - როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ - ის, რაც ქართველებს გვიყვარს, "დიდი დალევა" ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ, არ აქვს მნიშვნელობა, ზომიერების ფარგლებში,"- განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები