03 სექტემბერი 2026,   01:02
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში მავნებელი მწერის - ქერქიჭამიას წინააღმდეგ საბრძოლველად 3000 მწერმჭერი განათავსეს

3000 ფერომონიანი​ მწერმჭერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისი საშუალებით, მავნებლის რაოდენობის კონტროლს გეგმავს.

ქერქიჭამიამ რეგიონში ბორჯომის პლატო ყველაზე მეტად დააზარალა. ის საქართველოში გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოჰყვა შემოტანილ ხე-ტყეს და ტყეების ხარისხი საგრძნობლად გააუარესა, თუმცა, მდგომარეობა ამჟამად მნიშვნელოვად გაუმჯობესებულია.

დღის ამბები