19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა, ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის - მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აიცრა - სასულიერო პირმა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი გაიკეთა.

მიტროპოლიტის განცხადებით, სინოდის ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირები უკვე ნებაყოფლობით აიცრებიან.

მან ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს აცრისკენ მოუწოდა. 

"გათენებისთანავე როცა განიცდი ამდენი ადამიანის  დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც შენ იცი, რომ ისტორიულად, ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, ვაქცინაცია, პანდემიის დამარცხების, ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის და ეს ამითაც იყო გამოწვეული", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

აჭარის რეგიონში იმუნიზაციის 11 პუნქტი ფუნქციონირებს. საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 მაისიდან კიდევ 4 პუნქტი მოეწყობა. რაც შეეხება ეპიდვითარებას, სპეციალისტების შეფასებით, რეგიონში ეპიდვითარება დაძაბული, თუმცა ჯერჯერობით კონტროლირებადია.

დღის ამბები