17 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
გორის მერის მოადგილეებიმა თანამდებობები დატოვეს - მერი ამბობს, რომ ორივე მოადგილე საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა

გორის მერის მოადგილეებიმა თანამდებობები დატოვეს - მერი ამბობს, რომ ორივე მოადგილე საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა

გორის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს, თუმცა თავად კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, მისი უკვე ყოფილი მოადგილეები მისივე ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. 
გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, "ბოლო პერიოდში ეს ადამიანები გარკვეული პირის რეკლამირებას ეწეოდნენ საქმის გაკეთების ნაცვლად, ცდილობდნენ თანამშრომლების გადაბირებას და მაშინ, როდესაც ამდენი პრობლემა არსებობს, მიუღებელია მათი მაღალ თანამდებობაზე ყოფნა". 

თავზარაშვილმა უარყო, რომ გორში მმართველ გუნდს სხვა წევრებიც ტოვებენ, რადგან მისთვის, როგორც პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის, განცხადებით ამ დრომდე არავის მიუმართავს. მან ასევე უარყო გასათავისუფლებელ ადამიანთა სიის არსებობა და აღნიშნა, რომ კონკურსით წესით დანიშნულ პირებს კანონი იცავთ. 

თავად გორის მერის ყოფილი მოადგილეები - ერასტი ელიჯარაშვილის და პაატა ივანიშვილის განცხადებით კი, ისინი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდებიან. 

ისინი ამბობენ, რომ მათზე არის ზეწოლა და სთხოვდნენ თანამდებობების დატოვებას, თუმცა ვინ, ან რა ფორმით ახორციელდებდა ზეწოლას, არ აკონკრეტებენ.

კონსტანტინე თავზარაშვილის ყოფილი მოადგილეები ამბობენ, რომ მერიაში არსებობს გასათავისუფლებელ ადამიანთა სიები და თანამშრომელთა ნაწილზე ზეწოლა ხორციელდება. 
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ ხაშურის მერის მოადგილეებიც.

დღის ამბები