07 მაისი 2024,   02:42
ვრცლად
ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

მაჰმუდ აჰმადინეჯადი სარეგისტრაციო ცენტრს საკუთარი მხარდამჭერების თანხლებით ეწვია.

აღსანშნავია, რომ 2016 წელს ექს-პრეზიდენტს უზენასემა ლიდერმა, ალი ხამენეიმ პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა აუკრძალა, მაგრამ ამჯერად, როგორც უზენაესი ლიდერი ამბობს, არ იქნება რომელიმე კანდიდატის დარეგისტრირების წინააღმდეგი.

ამის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციას ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურის დაბლოკვა მაინც შეუძლია.

საპრეზიდენტო არჩევნები ირანში ივნისის თვეშია დაგეგმილი.

დღის ამბები