19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი  

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში - არსებული ინფორმაციით, სოფელ წონიარისთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა ხუთი. ისინი  სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

არსებული ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა.

 

 

დღის ამბები