20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო

40 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" იენის "კარლ ცაისი" 2-1 დაამარცხა და პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.

ფინალური შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, ანგარიში გერმანელებმა 63-ე წუთზე გახსნეს, თუმცა დინამოელებმა ზუსტად 4 წუთში ვლადიმერ გუცაევის გოლით გაათანაბრეს. 87-ე წუთზე კი ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ისტორიული შეხვედრა დიუსელდორფში მდებარე რაინშტადიონზე გაიმართა, შეხვედრას ოფიციალური მონაცემებით 8 400 მაყურებელი დაესწრო.  

დღის ამბები