პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად Sinopharm-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ფოტოს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მე და ქეთი ავიცერით. აცრა აუცილებელია ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმთელობის დასაცავად. მხოლოდ მასიური ვაქცინაციით არის შესაძლებელი პანდემიის დასრულება,"- წერს ფეისბუქში არჩილ თალაკვაძე