20 აპრილი 2024,   15:49
ვრცლად
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზა დატოვეს

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზა დატოვეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ყანდაარის აეროდრომი მიმდინარე კვირის დასაწყისში ავღანეთის ეროვნული თავდაცვის ძალებს გადაეცა.

სამხრეთ ავღანეთში მდებარე ყანდაარის ბაზასა და აეროდრომზე ჯამში 26 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა.

პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი სამხედროები ქვეყანას საბოლოოდ 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

დღის ამბები