27 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
29 გარდაცვლილი, 1576 ინფიცირებული და 584 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1576 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 329 407 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 584 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 307 918-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 29 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 426 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -3,56%, ბოლო 14 დღის - 5,11%, ბოლო 7 დღის -  4,05%.

სულ აცრილია -85 286, დღიურად აცრილია - 3013 პირი.

დღის ამბები