ყაზახეთის მოქალაქის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტიელბას გაასაჩივრებს.
პირველმა ინსტანციამ დაღუპულის ნათესავის ქმარს, რომელსაც ქალის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მამაკაცმა, საქართველო ქალის გარდაცვალებამდე დატოვა.
მომხდარის შესახებ დღეს "კურიერთან" პირველი განცხადება გააკეთა დაღუპული ქალის დედამ.
ის აცხადებს, რომ მურატ მეიბეკოვი, რომელიც დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა დამნაშავეა.
"რა თქმა უნდა ის დამნაშავეა, მას ჩემი შვილი ვანდე, რომელსაც ასე საშინლად მოექცა. ვითხოვ მის ექსტრადირებას, რადგან შემთხვევა საქართველოში მოხდა. მივმართე ადგილობრივ პოლიციას და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, როგორც გამოძიებიდან გავიგე მას სულ მალე დააკავებენ,"- აღნიშნა აისელ აიტპაევას დედამ.
მეიბეკოვის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე კი აცხადებს, რომ მურატ მეიბეკოვმა სულ სხვა რამის გამო დატოვა საქართველო და მას გადაადგილების შეზღუდვა არ ჰქონდა.
"მას უფლება აქ გადაადგილების და წასვლის შესაძლებლობა ჰქონდა. მან იმ დღეს გაიგო ამის შესახებ და ვერც მოასწრებდა უკან მობრუნებას შექმნილი ვითარების გამო, მოსამართლემ ჩათვალა, რომ იგი მიიმალა რაც არ მიგვაჩნია სამართლიანად,"- აღნიშნა ადვოკატმა.
ახალგაზრდა ყაზახი ქალი დიდუბეში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან ხუთ მაისს გადახტა.