ბათუმში დაკავებული სპორტსმენების, ძმებ წულუკიძეებისა და ჭელიძეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას დედაქალაქიდან "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტებიც შეუერთდნენ.
ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებენ, რომ 7 პირი უსამართლოდ არის დაკავებული.
სასამართლო 8 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სპორტსმენები ნამახვანჰესის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.