"დედაენის ბაღში" მომხდარი ინციდენტის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გამოკითხულია გურამ ფალავანდიშვილი. პრაიდის ინფორმაციით, მოძრაობა "ზნეობის" ლიდერმა ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაარბია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დევნას გულისხმობს.
ხვალ 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარკვეული ღონისძიებები გაიმართება. უწყებამ ორგანიზატორებთან ერთად განიხილა ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, აქტივისტების გადაწყვეტილებით, ღონისძიების ადგილი უცვლელი დარჩა.
პოლიცია აცხადებს, რომ უზრუნველყოფს როგორც სააზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ასევე გამოხატვის თავისუფლებას.