ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის საჰაერო იერიშები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დილიდან ისრაელმა ღაზის მიმართულებით, 55 რაკეტა გაისროლა.
ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იერიში მიიტანეს ჰამასის 9 მეთაურის საცხოვრებელ სახლზე. სახმელეთო და საჰაერო დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ღაზაში 192-მდე გაიზარდა, მათგან 58 ბავშვია.
ისრაელს კი 10 დაღუპული ჰყავს, მათგან ორი ბავშვია.
ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, თუმცა მხარეები ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ.