19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"ყურადღებით! ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით" - საქართველოს საელჩოს განცხადება

ისრაელის ცენტრალური ნაწილის მოსალოდნელ დაბომბვასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალქეებს აფრთხილებს.

"ყურადღებით! ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.

დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები