03 სექტემბერი 2026,   09:20
ვრცლად
სტიქია გურიაში - ძლიერმა ქარმა სახლები დააზიანა და ხეები წააქცია

ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. როგორც"კურიერს" ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები, გაწყვეტილია ელექტროსადენები, მოთხრილია ხეები.

შემთხვევის ადგილებზე გასულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

დღის ამბები