საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
გენერალურ პროკურორთან ერთად, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გენერალური პროკურორის მოადგილეები და პროკურატურის სხვა თანამშრომლები აიცრნენ.
ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და პროკურატურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ეტაპობრივად აიცრებიან.