03 სექტემბერი 2026,   09:20
ვრცლად
გასულ კვირას მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები 12%-ით შემცირდა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები მესამე კვირაა მცირდება, თუმცა, ამასთანავე, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულზეა პანდემიის დაწყებიდან.

ამ კვირაში მთელ მსოფლიოში დაფიქსირდა ინფიცირების 4.8 მილიონი ახალი შემთხვევა და 86 ათასი გარდაცვალება - ამის შესახებ საუბარია ჯანმოს ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ანგარიშში, რომელიც 16 მაისამდე მონაცემებს მოიცავს.

წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირებულია 12%-ით.  ევროპა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი 26%-იანი შემცირების შესახებ იუწყება.

"ყველა რეგიონი ახალი შემთხვევების შემცირების შესახებ იუწყება, გარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისა, სადაც ახალი შემთხვევები წინა კვირის შემთხვევების რაოდენობის ანალოგიური იყო," - ნათქვამია ჯანმოს ანგარიშში.

ბოლო კვირებში შემთხვევები მას შემდეგ შემცირდა, რაც აპრილში Covid-19-ის შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, Covid-19 განაგრძობს სწრაფ გავრცელებას ბევრ ქვეყანაში.

დღის ამბები