გურიაში სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შექმნა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.
სტიქიის ეპიცენტრი სოფელი შუხუთი და აცანა იყო. დაზიანდა შუხუთის სკოლის სპორტული დარბაზიც. მოსახლეობა სტიქიით გამოწვეულ ზარალზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.
ლანჩხუთის სოფლებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მუშაობენ. სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მერიაში სპეციალური კომისია უკვე შექმნილია.
რა ზიანი მიაყენა რეგიონს ძლიერმა ქარმა და აუნაზღაურდება თუ არა სტიქიით გამოწვეული ზარალი ათეულ ოჯახს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაირკვევა.