მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმყოფებოდა.
ელჩმა მუზეუმში არსებული ექსპონატები დაათვალიერა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია როგორც ვანის მუზეუმის განვითარებით, ასევე ევროპაში მისი პოპულარიზაციით. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.
ვანის ნაქალაქარი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. მუზეუმის კოლექციებში დაცულია ნაქალაქარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.
ვანის მუზეუმის რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდა.