შეიძლება თუ არა დაბანა აცრის შემდეგ - პაატა იმნაძის თქმით, ექიმების ნაწილი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უტარდებათ, არასწორად აკვალიანებს.
"ზოგი ჩვენი კოლეგა აცრილებს ეუბნება, რომ 3 დღე არ იბანაოთო. კიდევ ერთხელ ვამბობ: არავითარი საჭიროება არ არის იმის, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ, - განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
"სანამ ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე სპეციალურ პლასტირებს, ცოტა ხანი, ის პლასტირი რომ გვაქვს, იმ დროს, იმ წუთში ნუ ვიბანავებთ, რამდენიმე ხნის შემდეგ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს არც ტანის დაბანა," - ამბობს პაატა იმნაძე.