ვებგვერდ - Provax.ge-ზე უკვე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვა.
ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
დაინტერესებულ პირებს პლატფორმა - Provax.ge-დან შეუძლიათ მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე ვაქცინაციის შესახებ.
ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია შემეცნებითი ვიდეორგოლები, ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკა და საქართველოში COVID-19-ზე ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.