ჩინური SINOPHARM-ი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობაა აცრილი, ევროპამ აღიარა.
ევროკავშირის რეგულატორისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით აცრილები ევროპის კონტინენტზე თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ.
ფაიზერი, მოდერნა, ჯონსონ ენდ ჯონსონი, ასტრაზენეკა და სინოფარმი - ეს ხუთივე ვაქცინა ევროკავშირში შემსვლელთათვის მწვანე ბარათია.
რა ხდება მეორე ჩინური ვაქცინის Sinovac-ის მიმართულებით, რომლის გამოყენებას საქართველო უახლოეს დღეებში იწყებს.
ისევე როგორც SINOPHARM-ის შემთხვევაში, საქართველო რამდენიმე დღით დაასწრებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელმაც წინასწარი პროგნოზებით Sinovac-იც უნდა აღიაროს.
შედეგად, Sinovac-ი მეოთხე ვაქცინა ხდება, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდიმუნიზაციის პროცესში ჩართავენ.
საქართველოში, საერთო ჯამში, უკვე 100 000 ადამიანია აცრილი.