თბილისის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა.
სკვერი მას შემდეგ მოეწყო, რაც თბილისის მერიამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განახორციელა.
გამწვანდა 1300 კვადრატული მეტრი ფართობი; დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა. საბურთალოს ტერიტორიაზე ეს უკვე მეხუთე მსგავსი პროქტია.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სკვერი მეხუთე პროექტია, რომელიც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.