20 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა დაგვჭირდება - ენტონი ფაუჩი ​

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩის განცხადებით, COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობის გასაზრდელად, საჭირო იქნება გამაძლიერებელი აცრაც, რომელიც ვაქცინაციიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გაკეთდეს.

"ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვეა, გამაძლიერებელი ვაქცინა გახდება საჭირო. მე ვფიქრობ, თითქმის აუცილებლად დაგვჭირდება ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის წითელას მსგავსი," - აგანაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

დღის ამბები